რიკოთის გვირაბი კვლავ იკეტება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გვირაბში ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა 01:00 საათიდან 07:00 საათამდე იქნება აკრძალული.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი სარემონტო სამუშაოების გამო ოთხშაბათს, ღამით დაიკეტება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოძრაობა რიკოთის გვირაბში - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

გვირაბში იგეგმება ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

გვირაბში ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა 01:00 საათიდან 07:00 საათამდე იქნება აკრძალული. დროის ამ მონაკვეთში მძღოლები შემოვლითი გზით იმოძრავებენ. ამასთან დაკავშირებით შემოვლითი გზის ორ სხვადასხვა ადგილზე იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის გვირაბი თბილისი–სენაკი–ლესელიძის (Е-60) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0