თელავში 14 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

გამოწერა
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თელავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 14 წლის მოზარდს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
წეროვანთან ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, დაშავებულთა შორის ოთხ წლამდე ბავშვია

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა, დიდი სიჩქარით მოძრავი „გოლფის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას მხარი და ბარძაყი აქვს მოტეხილი, უგონო მდგომარეობაშია და ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0