დაავადებათა კონტროლის ცენტრი: როგორ დავაღწიოთ თავი ზაფხულისთვის დამახასიათებელ ინფექციებს

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 40 წლამდე ასაკის მოსახლეობას წითელას აცრისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით, ხელების ხშირად დაბანა, ასევე საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

ზაფხული - Sputnik საქართველო
საქართველოში უფრო ცხელი ამინდებია მოსალოდნელი

ზაფხულის სეზონზე საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რასაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადების, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დარღვევას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს.

რაც შეხება წყალს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულის პერიოდში დაუბანელი ხელით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა დაახლოებით 25%-ით მეტია.

ცხელ ამინდში აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვისგან თავის შეკავება და თუ ეს შეუძლებელია, უკეთესია შეარჩიოთ შესაფერისი დრო – დღე-ღამის ყველაზე გრილი საათები. 

Врач делает укол пациенту - Sputnik საქართველო
არ გადადო, აიცერი! – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

"ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ აქტიური ფიზიკური მოქმედებები, ის, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან, მზის ამოსვლამდე განხორციელდეს, ან როდესაც ტემპერატურა მეტ-ნაკლებად დაბალია, საღამოს საათებში. მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი. ამასთან, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რა რაოდენობის წყალს დალევენ მათი შვილები. ბავშვების გასეირნება რეკომენდებულია დილით და საღამოს", – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ხაზაშვილი.

ზაფხულში ასევე იზრდება ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი. კერძოდ, ხშირდება წითელას შემთხვევები. სწორედ ამიტომ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრი 40 წლამდე ასაკის მოსახლეობას წითელას აცრისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0