განათლების სამინისტრო: კონდიციონერები 6 ივლისამდე ყველა საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდება

© courtesy of NAEC Georgiaაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრო თურქეთიდან რამდენიმე ასეული კონდიციონერის ჩამოტანას გეგმავს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ამ ეტაპზე კონდიციონერები ხუთ საგამოცდო ცენტრში მონტაჟდება, 6 ივლისიდან კი, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შუადღის სესიები დაიწყება, ყველა საგამოცდო ცენტრი გაგრილების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi განათლების მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ძლიერი სიცხის გამო შეიცვალა>>>

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, თბილისში 38-დან 40 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო: სიცხემ თავისი კორექტივები შეიტანა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაგრილების სისტემის დამონტაჟების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნული გამოცდების დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, კვლავ გაგრილების სისტემის გარეშე მოუწევდათ. საქართველოს მასშტაბით არსებული 22 საგამოცდო ცენტრიდან საპილოტე რეჟიმში გაგრილების სისტემა წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა. როგორც სამინისტრო განმარტავს, გაგრილების სისტემით დანარჩენი ცენტრების აღჭურვა მხოლოდ საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის არარსებობა უარყოფითად შეაფასა.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეცვალა და განაცხადა, რომ ეროვნული ცენტრი კონდიციონერებს სასწრაფო წესით შეიძენს და იმ შენობებში დაამონტაჟებს, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარდეს.

საგამოცდო ცენტრი - Sputnik საქართველო
აბიტურიენტებო, „ეკონომიურად" ისუნთქეთ: საგამოცდო ცენტრები გაგრილების სისტემის გარეშე

„ჩვენი ამოცანაა საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში პარასკევამდე კონდიციონერები იყოს, დარწმუნებული ვარ, ამ გეგმას 100%-ით თუ არა, მაქსიმალურად მივუახლოვდებით. ახლა ვენტილატორები ყველგან აყენია, საუბარია კონდიციონერების მონტაჟზე… კონდიციონერების ნაწილი იქნება სპლიტ–კონდიციონერები და ნაწილი – მობილური კონდიციონერები", — განაცხადა მურღულიამ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დიდუბის, გლდანის, ნაძალადევის, ისნისა და სამგორის საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე  აბიტურიენტების გულშემატკივრებისთვის სკამები დადგეს. ფაქტს ერთ-ერთი აბიტურიენტის ბებიას უკავშირებენ, რომელმაც განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს საგამოცდო ცენტრებთან სკამების დადგმა სთხოვა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0