უყურადღებობა თუ უბედური შემთხვევა – კასპის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიქირურგიული ოპერაცია საავადმყოფოში
ქირურგიული ოპერაცია საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის ახლობლები ექიმების უყურადღებობაზე საუბრობენ და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. კასპის საავადმყოფოში 31 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

112 - Sputnik საქართველო
რუსთავში 28 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, მშობიარეს გარდაცვალებამდე გართულება არ ჰქონია. ისინი ექიმების უყურადღებობაზე საუბრობენ და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

საავადმყოფოს ექიმები კი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა. მათ ჩაატარეს შესაბამისი პროცედურები, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, ამ ფაქტს უკვე იძიებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. 

ახალშობილი გოგონა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0