თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. რუსთავში არსებულ კლინიკა,,რუსთავში" მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი“.
წინასწარი ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთენიისას მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.