ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მჯდომარე აქცია დაიწყო

© Sputnik / Shota Nozadzeზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სარალიძის მამამ, რომლის შვილის მკვლელის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა, კვლავ საპროტესტო აქციას მიმართა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ხორავას ქუჩაზე 2017 წლის ბოლოს ერთ–ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ორთაჭალაში, შსს–ს შენობასთან მდომარე გაფიცვა დაიწყო. ის მკვლელობის მოწმის, მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობისთვის დაკავებას მოითხოვს. 

იმის თაობაზე, რომ კალანდია, შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე იყოს, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგო კაპანაძემ განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია, სარალიძისა და გ. ჯ.–ს გაშველების დროს, სარალიძეს ხელს ურტყამდა. ამ დროს გ. ჯ.–მ სარალიძეს დანა დაარტყა.

„კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევ მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო. მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ხელის დაფარება უნდათ და დააფარონ, მე აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლაც ხომ არ იტყვიან, ნაციონალები უდგანან გვერდითო? მარტო ვიჯდები აქ“, – განუცხადა სარალიძემ ტელეკომპანია Rustavi2–ს. 

საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
ჟურნალისტური გამოძიება: „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”

დადუნაშვილი და სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს უფროსკლასელთა მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. მკვლელობის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ნახევარი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. 

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ გამოძიება თავიდანვე აფარებდა ხელს ინციდენტის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში – პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილს. განაჩენის გამოტანის დღეს, 2018 წლის 31 მაისს სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მიაღწიეს იმას, რომ გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ამის შემდეგ მათ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც პროტესტმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო, აქციის მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მიტინგები 13 ივნისს შეწყდა.

საქართველოს შსს–მ, თავის მხრივ, დანაშაულის დაფარვაში ხელშემწყობი პირების ძებნა დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია მირზა სუბელიანი და სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ნათესავი მერაბ მორჩაძე. მორჩაძეს მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, სუბელიანს კი – დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0