ჟურნალისტური გამოძიება: „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველმა არხმა აჩვენა დოკუმენტური ფილმი თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ.

პროექტ „გამომძიებელი რეპორტიორის” ავტორებმა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოსწავლეების გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, რომელმაც ბევრი ახალი დეტალი გამოავლინა.

სამხილები არ ეყო — სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი განმარტა >>

დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” მიეძღვნა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეს — 16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს.

დადუნაშვილი და სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს უფროსკლასელთა მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. მკვლელობის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ნახევარი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.

განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ სასამართლომ სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ამ მუხლით მტკიცებულებათა უკმარისობის გამო ვერ გაასამართლა.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა – ვისკენ იშვერს თითს შსს

როგორ დაიწყო ყველაფერი

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ კონფლიქტი №51 სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც შესვენებაზე ორ მეცხრეკლასელს იქ ექვსი მეთერთმეტეკლასელი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ პნევმატური იარაღი დაუმიზნა და შემდეგ ქუჩაში საქმის გასარჩევად დაიბარა.

მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ თავის დეიდაშვილ მ.კ.-ს დაურეკა, რომელიც მაშინ ასევე არასრულწლოვანი იყო, თუმცა ასაკით უფროსი და დახმარება სთხოვა.

დღის განმავლობაში მ.კ. სკოლას თავის მეგობრებთან ერთად მიუახლოვდა. იქვე შეიკრიბნენ მე-11 კლასელები. საქმის გასარჩევად ისინი ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

თვითმხილველთა მონათხრობი

საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები ჟურნალისტებს თვითმხილველებმა გაანდეს. მათი სიტყვებიდან ირკვევა, რომ იმ დროს, როდესაც ჩხუბის მონაწილეებმა მკვლელობის ადგილიდან გაქცევა დაიწყეს, დადუნაშვილი სარალიძის დასახმარებლად გაემართა, თუმცა ამისი გაკეთება ვერ შეძლო. დადუნაშვილი თაღთან მოკლეს.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაინახა, რომ ვიღაცამ დანა ამოიღო ზურგჩანთიანი ბიჭის მკერდიდან. ეს იყო ლევან დადუნაშვილი, როგორც სკოლაში ამბობენ, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. ლევანის მშობლები ამტკიცებენ, რომ მას კონფლიქტისწინა ეპიზოდებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

თვითმხილველები დარწმუნებული არიან, რომ ბიჭი, რომელიც თაღთან იდგა და დადუნაშვილის მკერდიდან დანა ამოიღო, სიმაღლით მასზე დაბალი იყო. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გარკვეულწილად ადასტურებს თვითმხილველთა ჩვენებებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ დარტყმა ქვემოდან ზემოთ არის მიყენებული.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობას აცდენილი ძალაუფლება, ანუ ამბავი წასვლა-მოსვლისა

მაგრამ გ.ბ.-ს სიმაღლე, რომელიც დადუნაშვილის მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული, 183 სანტიმეტრია, ხოლო დადუნაშვილის — 181 სმ. მაშინ გაუგებარია, როგორ დაინახა ორივე თვითმხილველმა დადუნაშვილზე დაბალი ბიჭი და რატომ არ გაითვალისწინა გამოძიებამ თვითმხილველთა ჩვენებები.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დაინახეს თვითმხილველებმა და რომელიც არ გაითვალისწინეს არც პროკურატურის თანამშრომლებმა გამოძიებისას, არც სასამართლოში: თვითმხილველმა ახლო მანძილიდან დაინახა, რომ დანას, რომელიც დადუნაშვილს დაარტყეს, ვერცხლისფერი პირი ჰქონდა. ხოლო იარაღის ფოტოზე, რომელიც ამოღებულია როგორც მკვლელობის იარაღი, დანის პირი შავია.

შესაბამისად, გაუგებარია, რომელი დანა დაინახა თვითმხილველმა.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა >>

გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე სამხილის სახით წარდგენილ გ.ბ.-ს დანას წვერი მოღუნული ჰქონდა. ექსპერტებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ დანა ექსპერიმენტის დროს დეფორმირდა.

რა იცოდნენ კონფლიქტის შესახებ სკოლაში?

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ სკოლაში იცოდნენ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ, საიდანაც დაიწყო კონფლიქტი.

ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მე-9 კლასელმა ტ.ჩ.-მ ჩვენებაში განაცხადა: „როდესაც მესამე გაკვეთილი დამთავრდა, ჩემთან მოვიდა მანდატური და მითხრა, რომ სასწავლო ნაწილი ტ.კ. მიბარებს. მას გავყევი. ქალბატონმა ტ.კ.-მ მითხრა: ვიცი, ვისთანაც იჩხუბე, კამერები ვნახე. იმედი მაქვს, მეტი არაფერი მოხდება. ამის შემდეგ მე წავედი“.

შემდეგ მანდატურებმა ვერ შეამჩნიეს, რომ სკოლასთან შეიკრიბნენ მოსწავლეები, შემდეგ კი ისინი ჯგუფ-ჯგუფად ჯერ ბაქრაძის ქუჩისკენ, შემდეგ კი ხორავას ნომერ 4-სკენ გაემართნენ.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
„საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი": ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ

51-ე სკოლის ორ მოსწავლეს, რომლებიც ხორავას ქუჩისკენ გარჩევაში ჩასართავად მიდიოდნენ, მათი თქმით, გზაში ორი მასწავლებელი შეხვდათ. ერთ-ერთი მოზარდი ლ.ბ. საკუთარ ჩვენებაში აცხადებს: „მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ჩვენც იმ ბიჭებთან შესახვედრად მივდიოდით, რომლებიც ჯგუფ-ჯფუფად გადაადგილდებოდნენ. და რომ არ გვეჩხუბა, მასწავლებლებმა ხელი მოგვკიდეს და სახლისკენ წაგვიყვანეს. გზად ავუხსენით, რომ ჩხუბს არ ვაპირებდით და ვთხოვეთ გავეშვით. მასწავლებლებმა დაგვიჯერეს და გაგვიშვეს“.

ამის შემდეგ ორი მოზარდი ხორავას ქუჩაზე გარჩევას შეუერთდა.

მკვლელობის უცნაური იარაღი

მოკლული დავით სარალიძის ფოტოებიდან გამომდინარე, სხეულზე ჩანს ჭრილობების კვალი, რომლებიც დანით მიყენებული ჭრილობებისგან განსხვავდება. მათ აქვთ ზიგზაგისებრი, რკალის და სამკუთხედის ფორმა. ეს კი მკვლელობის სხვა იარაღის არსებობაზე მიუთითებს.

თუმცა ეს დაზიანებები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში საერთოდ არ არის აღწერილი. მაგრამ, ამის მიუხედავად, ალტერნატიული ექსპერტიზის მასალებში მოხვდა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მსგავსი დაზიანებები ორივე მოკლულის ტანისამოსზე აღმოაჩინეს.

სარალიძის მამა თავიდანვე აცხადებდა, რომ მკვლელობაში დამნაშავე პირთა რაოდენობა ორზე მეტია. სასამართლო განაჩენის შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლემ მისი სიტყვები დაადასტურა. ზაზა სარალიძემ პროკურორები საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და დამნაშავეების დაფარვაში დაადანაშაულა.

ახალი გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში შსს-მ ორი პირი დააკავა — მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი. მორჩაძე, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვანის ნათესავია, რომელიც საქმეში მოწმედ გადის, მოწმეზე ზეწოლის განხორციელებაშია ბრალდებული.

სუბელიანს, რომელმაც მკვლელობიდან მეორე დღეს პროკურატურაში დაკავებული თანამდებობა დატოვა, დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. საქმე ისაა, რომ მისი შვილი ჩხუბის მონაწილე იყო.

ზაზა სარალიძემ, მისმა ახლობლებმა და მომხრეებმა მიღებული ზომები არასაკმარისად ჩათვალეს.

ყველა ახალი ამბავი
0