თბილისში ერთ–ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი დაჭრეს

გამოწერა
ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik.  თბილისში ერთ-ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ხელბორკილის დადება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, მას  დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. 

ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული,  რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0