ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

თბილისი, 1 ივლისი  — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 1 ივლისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ძლიერი სიცხის გამო შეიცვალა

„უპირველეს ყოვლისა, ვლოცავ აბიტურიენტებს, რომლებიც ხვალ აბარებენ გამოცდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგი ნიშნები დაიწეროს“, – განაცხადა პატრიარქმა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, მათ შორის არის სკოლები და უნივერსიტეტები, აქედან ყველაზე მეტი – 10 საგამოცდო ცენტრი თბილისშია.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12 300-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 ათასამდე აპლიკანტი.


ყველა ახალი ამბავი
0