ბელორუსი ტურისტები: გადარჩენას მძღოლს უნდა ვუმადლოდეთ

© photo: Sputnik / Stringerპაციენტები საავადმყოფოში
პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოში 16 ტურისტი გდაიყვანეს, მათგან ნაწილმა უკვე დატოვა კლინიკა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბელორუსი ტურისტები, რომლებიც თბილისი-თელავის ტრასაზე კვირას ავტოავარიში მოყვნენ, აცხადებენ, რომ იმას რომ ავტობუსი ხრამში არ გადაიჩეხა და ისინი ცოცხლეი არიან, მძღოლის ქმედებებს უნდა უმადლოდნენ.

ავარია კვირა დილას გომბორის უღელტეხილზე მოხდა. მცირე ზომის ავტობუსი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა და 25 დაშავებული მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული მგზავრების მონათხრობის თანახმად, მძღოლი უშედეგოდ ცდილობდა ავტობუსის შეჩერებას, მას შემდეგ, რაც მანქანა მოცურდა.

„რა ხდებოდა გზაზე არ ვიცი, მაგრამ, ის რომ არ გადავიჩეხეთ ეს ავტობუსის მძღოლის დამსახურებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებოდით“, — განუცხადა ტურისტმა ნიკოლაი კოვალიოვმა ქართველ ჟურნალისტებს.

112 - Sputnik საქართველო
გომბორზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ტურისტების მეგზურმა ზურაბ ბაუჟაძემ ასევე დაადასტურა, რომ ავტობუსის მძღოლმა იხსნა მანქანა გადაჩეხვისგან.

„ტურისტები ბელორუსის მოქალაქენი არიან — სულ ავტობუსში 27 ადამიანი იმყოფებოდა“, თქვა ბაუჟაძემ.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 16 ტურისტი მოათავსეს ბელორუსიდან.

„ერთ-ერთ მათგანს ტრავმატოლოგიური ოპერაცია სჭირდება — ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. სამ პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, დანარჩენებს — ზედაპირული დაზიანებები“, — თქვა საავადმყოფოს ექიმმა  მაია მრევლიშვილმა.

დაშავებული ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა საავადმყოფო.

ყველა ახალი ამბავი
0