ურეკში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerტალღები ზღვაზე
ტალღები ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილელების თქმით, ბავშვი აღელვებულ ზღვაში ორ მეგობართან ერთად ჩავიდა - 10 და 16 წლის მოზარდები მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თბილისი, 1 ივლისი  — Sputnik.  ურეკში 13 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

მაშველების მუშაობა  შავ ზღვაში - Sputnik საქართველო
წელს საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო

შემთხვევა 1 ივლისს დილით მოხდა. 

მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ "ლაშქრულის" მოცეკვავე იყო.

თვითმხილელების თქმით, ბავშვი აღელვებულ ზღვაში ორ მეგობართან ერთად ჩავიდა — 10 და 16 წლის მოზარდები მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა თორნიკეს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

13 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.

ცხედარი ამჟამად ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-115 —ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0