რუსთავის ქალთა №5 კოლონიაში 109 ქალი–პატიმარი შიმშილობს

© Pixabay / ErikaWittliebკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებულები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ფორმულირებით უკმაყოფილოები არიან

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსთავის ქალთა №5 კოლონიის მსჯავრდებულმა ქალებმა შომშილობა დაიწყეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, 109 ქალმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გამოქვეყნდა „ადამიანის უფლებათა  ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში  ქალი–პატიმრების მდგომარეობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ქალებს აშიშვლებენ და ისე ამოწმებენ. 

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდებულებთან ჭადრაკი ითამაშა

პატიმრები არ ეთანხმებიან აღნიშნულ ანგარიშს და შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ისინი ბოდიშის მოხდას ელოდებიან.

ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ ციხეებში მსჯავრდებულების შემოწმება ევროპული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების კონვენციის  შესაბამისად ხორციელდება.

უწყება აღნიშნავს, რომ პატიმრების შემოწმება მკაცრად რეგლამენტირებულია და მხოლოდ სკანერით ხდება.

თავის მხრივ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ პატიმრებით მანიპულირებენ, რადგანაც ანგარიში სამართლიანია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0