თაკო ჩარკვიანი: ძლიერი და ვაჟკაცი კაცი წარმოუდგენელია, რომ ეჭვიანი იყოს
„ყოველთვის ვეპრანჭები, რადგან ვიცი, რომ სადღაც არის. ძლიერი და ვაჟკაცი კაცი წარმოუდგენელია, რომ ეჭვიანი იყოს. ჩემ ცხოვრებაში კიდევ იყო ასეთი ადამიანი, ეს მამაჩემია. მომწონდა, როცა რაღაცას დამიწერდა, ლექსს მომიძღვნიდა. მე ვიცოდი, რომ მისთვის ლამაზიც ვიყავი და ჭკვიანიც“, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბედნიერია, რადგან მისი მეუღლე არის ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ბედნიერად გაატარა.