ქართველი მესაზღვრეები ქართულ მხარეს გადმოსცეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაზღვრეები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ორი ქართველი მესაზღვრე გადმოსცეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

უღელტეხილი - Sputnik საქართველო
როგორ აღმოჩნდნენ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ტერიტორიაზე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ორი მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12 საათზე გადმოსცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე 27 ივნისს მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0