მეთოჯინე ტელეოპერატორი და მის მიერ შექმნილი მხოლოდ მამაკაცი პერსონაჟები

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ ვაჟიკაშვილი ტელეოპერატორია. ადრე ხელნაკეთი ნივთები არასოდეს შეუქმნია, თოჯინების გაკეთებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ეს იდეა ერთ მშვენიერ დღეს, რიგითი გადაღების დროს გაუჩნდა, როდესაც გამოცდილ მეთოჯინეზე მასალას იღებდა.

 სულ რამდენიმე კითხვა გახდა საკმარისი იმისთვის, რომ სახლში მოსულს ეცადა და პირველივე მცდელობაზე პროფესიონალური ნაკეთობა გამოსვლოდა…

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილი კოლეგებთან ერთად
არჩილ ვაჟიკაშვილი კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილი კოლეგებთან ერთად

– ბატონო არჩილ, როგორც წესი, თოჯინებისადმი ინტერესს ბავშვობაში ავლენენ ხოლმე და თქვენ შემთხვევაში ასე არ ყოფილა…

— მადლობა ღმერთს, ასე ნამდვილად არ იყო. ეს გატაცება შემთხვევით გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში. მე ტელეოპერატორი ვარ, რომ იტყვიან, „ათას ტელევიზიაზე გადამხტარი“, ამჯერად „მაესტროზე“ ვმუშაობ. ერთხელ მეთოჯინე იულია სოროკინას ვიღებდით. დავაკვირდი მის ნაკეთობებს, რაღაც შეკითხვები დავუსვი და სახლში რომ მივედი, ვცადე გაკეთება. გამომივიდა. ჩემ ახლობლებს და მეგობრებს მოეწონათ და ეს გახდა ჩემთვის სტიმული…

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი

– ოპერატორი რომ ხართ, ალბათ სწორედ ამიტომაა თქვენი თოჯინები დინამიკაში გამოსახული, ყველა მათგანი რაღაც გარკვეულ მოძრაობას „ასრულებს“…

— არ ვიცი, შესაძლოა ამიტომაა. ისე, ჩემი აზრით, ამ ფორმით უფრო საინტერესოა მათი გაკეთება.

– თქვენი თოჯინებში ქალი ვერ ვიპოვე…

— ვერც იპოვით, იმიტომ რომ ქალი არ გამიკეთებია, რადგან ცოტა პრეტენზიულია და ლამაზი რომ არ გამომივიდეს, ალბათ ვინმეს გავინაწყენებ. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ყველა პერსონაჟი მამაკაცი ყოფილიყო, მაგრამ მომავალში ალბათ გავაკეთებ ქალს ჟან რენოს ფილმიდან „ლეონი და მატილდა“…

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი

– ამ თოჯინებს თქვენც პოლიმერული თიხისგან ამზადებთ, მაგრამ ისინი სხვებისგან განსხვავებულია…

— ამ განსხვავებას ძირითადად ის ქმნის, რომ ჩემი თოჯინები თავიდან ბოლომდე თიხისგანაა. თოჯინისთვის საჭიროა, რომ მათთვის ტანისამოსი შეიკეროს, მე კი ჭრა-კერვისგან საკმაოდ შორს ვარ. შესაძლოა, დეტალის სახით რაღაც მეტალი ან სხვა რამ გამოვიყენო, მაგრამ ქსოვილისგან არაფერს გავუკეთებ.

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი

– ისე, ცოტა უცნაური პერსონაჟები კი გაქვთ შექმნილი…

— ლეონი მყავს, რომელიც მკვლელია, მაგრამ სამართლიანია, გრენუიც მკვლელია, ოღონდ გენიოსი, პილატე არის პონტოელი, მაგრამ ხომ მოინანია? მეკობრე რომ პაპი გახდება, არც ის უნდა იყოს მთლად პატიოსანი… დათა თუთაშხია ბოლომდე რა კაცია, მგონი, თავად ჭაბუამაც ვერ გაიგო. მართალია, ისინი თითქოს უარყოფითი პერსონაჟები არიან, მაგრამ თან საინტერესოები, ანუ მედლის მეორე მხარეც ხომ არსებობს და ხშირად უფრო საინტერესო?..

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი

– გამოდის, რომ ცოტა ფილოსოფიურად უდგებით თემას?

— ჰო, რა ვიცი, ასეთი ხალხია, მთლად ცუდები არა, ერთი შეხედვით ცუდები არიან…

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი

– სატელევიზიო სიუჟეტებისთვის ვისაც იღებთ, მათგან თოჯინის გაკეთების სურვილი არასოდეს გაგჩენიათ?

— რას ამბობთ?! მე უმეტესად პოლიტიკოსებს ვიღებ. მათი თოჯინების გაკეთება არასოდეს მომინდება. ხალხი მათ ისედაც ყოველდღე ტელევიზორში უყურებს…

© photo: courtesy of Archil Vajikashviliარჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევარი

– გამოფენაზე უკვე გაიტანეთ თქვენი თოჯინები?

— პირველად გავიტანე გამოფენაზე სახელად „არტ-პარლამენტი“. იქ წინასწარ გავაგზავნე ჩემი თოჯინების ნახატები. როგორც ჩანს, მოეწონათ და ნება დამრთეს, რომ გამოფენაში მიმეღო მონაწილეობა. იქ ჩემი ათივე თოჯინა გავიტანე. იქ 44 გამოცდილი მეთოჯინე იყო და ძალიან სასიხარულოა, რომ მათ შორის მეც მოვხვდი. რადგან ეს საქმე ასე კარგად გამომივიდა, მომავალშიც მინდა რომ გავაგრძელო…

 

ყველა ახალი ამბავი
0