შეადარე საქართველოსა და გერმანიის არქიტექტურა: თბილისში არაჩვეულებრივი გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnikმუზეუმი „ქარვასლა"
მუზეუმი „ქარვასლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საქართველოსა და გერმანიის საუკეთესო არქიტექტორების ნამუშევრების ნახვის საშუალება ექნებათ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა" გერმანულ-ქართულ არქიტექტურულ გამოფენას უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენაზე სახელწოდებით „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები" წარმოდგენილი იქნება არქიტექტორების ორი დინასტიის ნამუშევრების ფოტოები: ბიომის დინასტია (დომინიკუსი, გოტფრიდი, ელიზაბეტი, შტეფანი, პეტერი და პაული) და ქურდიანების დინასტია (გრიგოლი, არჩილი, გია, გიორგი).

გამოფენის სტუმრები იხილავენ გერმანიისა და საქართველოს გენიალური არქიტექტორების უნიკალურ შენობებს, რომლებიც ამჟამად გერმანიისა და საქართველოს ქალაქებს ამშვენებს და ორივე ქვეყნის სავაზიტო ბარათებია.

ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
თბილისში გაიხსნება საიუბილეო გამოფენა "გერმანელები საქართველოში"

გამოფენის ფარგლებში ყოველდღიურად მოეწყობა როგორც დინასტიის წარმომადგენელთა, ისე მათი პროექტებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 და საქართველოში პირველი გერმანული დასახლებების გაჩენის 200 წლისთავს ეძღვნება, 27 ივნისს გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ავტორი და კურატორია ირინა ქურთიშვილი.

ბიომების არქიტექტურული მემკვიდრეობა მრავალჯერაა შესწავლილი და აღნიშნული. ოჯახის უხუცესი, გოტფრიდ ბიომი 98 წლისაა. იგი ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს — „პრიცკერის პრემიის" მფლობელია.

ქართველ არქიტექტორთა დინასტიას — ქურდიანებს ეკუთვნით სტადიონი „დინამო", რესტორანი „ფუნიკულიორი", მთაწმინდის პარკი — მათი პროექტების მიხედვით მოხდა ამ ნაგებობების რეკონსტრუქცია და მოწყობა. ამ ცნობილი დინასტიის წარმომადგენლები ათობით წლის განმავლობაში იყვნენ თბილისის იერსახეზე პასუხისმგებელნი.

გამოფენის სტუმრები შეძლებენ შეადარონ ორი ქვეყნის პარალელურ რეჟიმში შექმნილი არქიტექტურული სტილი, ამასთან დაათვალიერონ ფოტოები ოჯახური და მუზეუმების არქივებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0