როგორ მოქმედებს ადამიანებზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პრეპარატები

© Georgian National Food Agencyბრძოლა აზიურ ფაროსანასთან
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლის წინააღმდეგ პრეპარატების გამოყენების დაწყებიდან ადგილობრივები ჩივიან, რომ შეუძლოდ ხდებიან

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები სწავლობენ ადამიანებზე და გარემოზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი პრეპარატების ზემოქმედებას, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა და ტერიტორიის სპეციალური პრეპარატებით შეწამვლა დაიწყეს, ადგილობრივები მოწამვლის შემთხვევების გახშირებას უჩივიან. რამდენიმე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვის შემთხვევაში პრეპარატი ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებს. 

მონიტორინგის ჯგუფში გარემოს დაცვის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები შედიან.

„ჩვენი ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისა და დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. გარდა ამისა, ვაკვირდებით და ვსწავლობთ, რამდენად არის დაცული პირადი ჰიგიენა, უსაფრთხოების ნორმა და ამასთან დაკავშირებით საუკეთესო  მაჩვენებლები გვაქვს“, — განაცხადა ტოქსიკოლოგმა მარინა გიორგობიანმა და აღნიშნა, რომ შეწამვლის წესები მკაცრად არის დაცული.

ზუგდიდში სამი მოსწავლე ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლა >>

მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმების დასაცავად და ინფორმირებულობის ამაღლებისთვის ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებს.

საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან - Sputnik საქართველო
საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში დასავლეთ საქართველოში შეიქმნა სპეციალური სისტემა, რომლის დახმარებით ადგილობრივი თვითმმართველობები დროულად იღებენ ინფორმაციას ტერიტორიის შეწამვლის დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. სამუშაოების დაწყების წინ მოსახლეობას აფრთხილებენ.

სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას არ გამოიყენონ ეს პრეპარატები საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში.

ტრაქტორები - Sputnik საქართველო
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან: საქართველოს სპეცტექნიკა გადაეცა

ლანჩხუთის ორ სოფელში ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით ორი ადამიანი მოიწამლა >>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. გასულ ზაფხულს მან დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მავნებელმა მოსავალი გაანადგურა და საცხოვრებელი სახლები  გაავსო. ოქტომბერში ფაროსანა უკვე თბილისშიც გამოჩნდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

ფაროსანას ბიოლოგიური მტრის გამოსავლენად ნახევარი მლნ ლარი დაიხარჯება >>

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

© Sputnik / Maria Tsimintiaაზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში


ყველა ახალი ამბავი
0