ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან: საქართველოს სპეცტექნიკა გადაეცა

© FB / National Food Agencyტრაქტორები
ტრაქტორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლებთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მსოფლიოში მოწინავე ენტომოლოგებმა საქართველოში სწავლებები ჩაატარეს.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik.  აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა, იუწყება Новости-Грузия ქართულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სპეცტექნიკის გადაცემის ღონისძიება აბაშაში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.   

აზიური ფაროსანას შესაწამლი აპარატი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში სამი მოსწავლე ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში სასოფლო–სამეურნეო დარგის  ეფექტურობის აღდგენის პროექტის ფარგლებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარების წყალობით, ქვეყანაში შექმნილია და ფუნქციონირებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც მავნებლის გავრცელების არეალის დადგენას უწყობს ხელს.

თბილისში აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად სამ ტერიტორიაზეა გავრცელებული>>>

პროექტის ფარგლებში მსოფლიოში მოწინავე ენტომოლოგებმა სპეციალური სწავლებები ჩაატარეს. 

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა.

ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებია. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც შევიდნენ. გასული წლის ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

ყველა ახალი ამბავი
0