ზუგდიდში სამი მოსწავლე ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლა

© Georgian National Food Agencyაზიური ფაროსანას შესაწამლი აპარატი
აზიური ფაროსანას შესაწამლი აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდებს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ზუგდიდში სამი მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებით მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა სოფელ ურთის საჯარო სკოლაში დღეს მოხდა. მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მძიმე ინტოქსიკაციის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მოზარდებს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით გურიაში მამაკაცი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს, მათ შორის მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება და შეწამვლა სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 2018 წელს 49 მლნ ლარს გამოყოფს. ამას გარდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს ამ მიზნით 3,5 მლნ დოლარით დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0