ელტონ ჯონის კონცერტისთვის „საქართველოს რკინიგზამ" დამატებითი რეისები დანიშნა

© photo: Sputnik / Valery Мelnikov / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, თბილისიდან „ბლექ სი არენის" (Black Sea arena) მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, სერ ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართავს. ლეგენდარული მომღერლის და მისი ბენდის კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.

ელტონ ჯონამდე მსმენელს ჯგუფი Kennedy Administration „გაახურებს">>>

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 27, 28 და 29 ივნისს მატარებელი თბილისიდან 10:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა.

„30 ივნისსა და 1 ივლისს კი Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თბილისიდან მატარებელი 14:10 საათზე გავა და Black Sea Arena-სთან ახლოს მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:15 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.

ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
ელტონ ჯონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში კონცერტებს გამართავს

მგზავრები მატარებლის ბილეთების შეძენას ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეძლებენ.

საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.

აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის კონცერტი ჯერ კიდევ 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალური დირექტორი და ბენდის უცვლელი წევრია 1972 წლიდან.

შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით – 1 ივლისის კონცერტზე.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-სა და SOLO ლაუნჯშია შესაძლებელი და მისი ფასი 150-დან 700 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება SOLO-ს მომხმარებლებს, მათთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება.

ელტონ ჯონი 2018 წლის სექტემბერში იწყებს ბოლო მსოფლიო ტურნეს — Elton Farewell Tour, რომელიც სამ წელს — 2021 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში იგი ყველა კონტინენტს ეწვევა და 300 კონცერტს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0