ელტონ ჯონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში კონცერტებს გამართავს

© photo: Sputnik / Valery Мelnikov / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა იანვარში განაცხადა, რომ ასრულებს საგასტროლო მოღვაწეობას.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებს გამართავს. ვარსკვლავის კონცერტები დაგეგმილია 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს Black Sea Arena-ს სცენაზე შეკვეთილში.

ამის შესახებ ელტონ ჯონმა თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე განაცხადა, როცა Caesars Palace-ში კონცერტის ფოტო განათავსა.

„მიყვარხართ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა ჩემ ბოლოსწინა შოუზე Caesars Palace-ში! დავბრუნდები აპრილში, სანამ საქართველოში Black Sea Arena-ზე გამოსასვლელად გავემგზავრები", — დაწერა მუსიკოსმა.

მომღერალმა იანვარში განაცხადა, რომ ბოლო მსოფლიო ტურნეს შემდეგ საგასტროლო მოღვაწეობას საბოლოოდ შეწყვეტს. მსოფლიო მედია ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ელტონ ჯონის შერყეული ჯანმრთელობა უდევს, თუმცა თავად მომღერალი ყველაფერს პრიორიტეტებითა და ფასეულობებით ხსნის. როგორც ის ამბობს, ახლა მას სურს მეტი ყურადღება და დრო ოჯახს დაუთმოს.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორები არიან კომპანია Eastern Promotions და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.

საქართველოში კონცერტით ჩამოსვლასთან დაკავშირებით მუსიკოსთან მოლაპარაკებები წელიწადნახევარზე მეტხანს გრძელდებოდა. ჰონორარის თანხა არ კონკრეტდება.

ყველა ახალი ამბავი
0