თვითნასწავლი მხატვრის მიერ შესრულებული საუცხოო პორტრეტები

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძე
გიორგი კაჭახმაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ ახსოვს ხატვა როდის დაიწყო, მაშინ ძალიან პატარა იყო. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...

გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება საინტერესო და მრავალფეროვანია. პერსონალური გამოფენა არასოდეს ჰქონია, იმედოვნებს, რომ ეს დღეც დადგება. ძირითადად პორტრეტებს ხატავს, თუმცა, როგორც მხატვრისთვის, მისთვის ყველა თემა საინტერესოა.

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძის შემოქმედება
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება

— ნამდვილად არ მახსოვს როდის დავიწყე ხატვა. ალბათ ორი-სამი წლის ვიქნებოდი. პატარა კაცუნების გამოჭრა მიყვარდა, მერე იმათ ვაფერადებდი. ბავშვობაში ძირითადად ბუნების პეიზაჟების ხატვა მიყვარდა. თვითნასწავლი ვარ, ამ კუთხით განათლება არ მაქვს მიღებული. თითქმის ყველა სფეროს ვეხები, რაც ხელოვნებას უკავშირდება. ვუკრავ გიტარაზე, პიანინოზე, ვცეკვავ, ვწერ ლექსებს, ჩაწერილი მაქვს სიმღერები. შარშან დავიწყე წიგნის წერა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ დავასრულე.

– თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი გაიხსენეთ.

— პირველი სერიოზული ნამუშევარი გასაჯაროებული არ მაქვს. ძაღლი დავხატე, რომელიც დეტალებშია შესრულებული და ძალიან ლამაზია. ვინც ნახა, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძის შემოქმედება
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება

– როგორც მხატვრისთვის თქვენთვის რა არის ყველაზე საინტერესო თემა?

— ზოგადად ხატვა მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ყველაფერს ვხატავ, რისი დახატვაც შეიძლება. შარშან სიგარეტის გამო მატარებლიდან ჩამომსვეს გორში. თანხა საერთოდ აღარ მქონდა. ვერც თბილისში მივდიოდი და ვეღარც დასავლეთში დავბრუნდებოდი. სადგურზე ძალიან მეგობრულად განწყობილი დაცვა გავიცანი, ხუთი საათი მათთან ერთად გავატარე. მასადილეს, დამალევინეს და რომ გაიგეს ვხატავდი, მთხოვეს მათთვის დამეხატა. ეკლესია დავუხატე, რომელიც მთავარ ოთახში დაკიდეს. დახატვას მხოლოდ 15 წუთი მოვანდომე.

მატარებლების ძველი რევიზორი გავიცანი. მითხრა, რომ ოდესღაც ისიც ჩავარდა მსგავს სიტუაციაში. მინსკში ჩამოსვეს მატარებლიდან სიგარეტის გამო და ძალიან გაუჭირდა. ამიხსნა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ოთხი სატვირთო მატარებლით ვიმგზავრე, სანამ დასავლეთში ჩავიდოდი. სულ წინ ვიჯექი და მგონი იმდენი დრო გავატარე წინ, რომ უპრობლემოდ ვმართავ მატარებელს. ასე ვთქვათ, ერთი სიგარეტის გამო მთელი საქართველო მოვიარე.

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძის შემოქმედება
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება

– რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

— ეს მოულოდნელად ხდება, ჩემგან დამოუკიდებლად. შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს. ცოტა ზარმაცი ვარ ხატვის მხრივ, მაგრამ თუ მომივიდა მუზა, შემიძლია სამი დღე შეუსვენებლად ვხატო.

– როგორ გარემოში გიყვართ ხატვა?

— ხალხშიც მიყვარს მუშაობა, მაგრამ განმარტოებით ხატვა მირჩევნია. დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე მუსიკა. მუსიკის გარეშე ვერც ვიმუშავებდი.

– ავტოპორტრეტი თუ დაგიხატავთ?

— ერთხელ მაქვს დახატული, ისიც კალმით დავხატე 15 წუთში.

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძის შემოქმედება
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება

– მხოლოდ ფანქრით ხატავთ თუ საღებავებითაც?

— ნებისმიერი მასალით ვხატავ, რითიც შეიძლება დახატვა. როცა „ფეისბუქზე“ ჩემ დახატულ პორტრეტს ვდებ, ხშირად მედავებიან, სურათი ჰგონიათ და არა ნახატი. ამ დროს ვთავაზობ, რომ მესტუმრონ და საკუთარი თვალით ნახონ, როგორ იქმნება ეს პორტრეტები. ყოფილა შემთხვევა, დამკვეთის თვალწინ დამიხატავს პორტრეტი.

– რა დროს ანდომებთ პორტრეტის დახატვას?

— დაახლოებით ორი საათი, ან ცოტა მეტი დრო მჭირდება. გააჩნია პორტრეტის ზომას.

– გამოფენებში იღებთ მონაწილეობას?

— სამწუხაროდ, არ მაქვს დროის ფუფუნება, რომ გამოფენის მოწყობა მოვახერხო. შემოთავაზებები მაქვს, ვნახოთ რა იქნება.

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძის შემოქმედება
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება

– თქვენი ფავორიტი მხატვარი რომელია?

— ერთ მხატვარს ვერ გამოვყოფ. ძალიან ბევრი გენიალური მხატვარია, რომლის შემოქმედებაც მომწონს. ხელოვნება ცოტა უცნაური რამ არის. შესაძლებელია დამწყებმა ხელოვანმა ისეთი ნამუშევარი შექმნას, რომ ყველა გააოცოს.

– თქვენი მეგობრები როგორ უყურებენ თქვენ გატაცებას?

— თავიდან დიდად არ იყო მხარდაჭერა. ნელ-ნელა გაიგეს ჩემი გატაცების შესახებ და ძალიან მოსწონთ.  უკვე სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს.

– მხატვრობის გარდა რაიმე უცნაური ნიჭი აღმოგიჩენიათ თქვენ თავში?

— ბავშვობაში ოცნებად მქონდა მსახიობობა, ამიტომ გამუდმებით ვმუშაობდი ჩემ თავზე, მიმიკებზე, ამასობაში დავიხვეწე. შევნიშნე, რომ წარბებით საოცარ ტალღებს ვაკეთებდი. ყოველთვის ვცდილობ ჩემში ახალი უნარის აღმოჩენას.

© photo: courtesy of George Kachaxmadzeგიორგი კაჭახმაძის შემოქმედება
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიორგი კაჭახმაძის შემოქმედება

– სამომავლო გეგმები გაგვანდეთ…

— ახლო მომავალში ვგეგმავ გამოფენას. მქონდა საინტერესო შემოთავაზება, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი. ჯერ შესაგროვებელი მაქვს ნამუშევრები. ასევე ვგეგმავ სიმღერის ჩაწერას. დანარჩენს სიურპრიზად დავიტოვებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0