სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: საქართველოში სასკოლო ატესტატების გაცემა დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლადამთავრებულები საშუალო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს იუსტიციის სახლში მიიღებენ.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს სკოლადამთავრებულებმა 25 ივნისიდან უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს და სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიტანონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გამოცდები-2018: საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნა >>

ატესტატების გაცემაზე იუსტიციის სახლია პასუხისმგებელი. ატესტატის მისაღებად განაცხადის შესატანად აბიტურიენტმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.

თბილისის პირველი გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოში განათლების სისტემა შეიცვლება

იმ შემთხვევაში, თუ ატესტატის მისაღებად განაცხადს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი შეიტანს, მან სკოლადამთავრებულის დაბადების მოწმობა უნდა იქონიოს.

დოკუმენტის მიღება განაცხადის შეტანიდან მეათე სამუშაო დღეს არის შესაძლებელი. დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში აბიტურიენტს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს.

კერძოდ, იმავე დღეს ატესტატის მისაღებად სკოლადამთავრებულმა 50 ლარი უნდა გადაიხადოს, მეორე სამუშაოს დღეს — 40 ლარი, მესამე — 30 ლარი, მეხუთე — 20 ლარი. 

აბიტურიენტებს სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადის შეტანა 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0