საქართველოს დელეგაცია PACE-ს მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoევროპის სასახლე სტრასბურგში, სადაც PACE-ს სხდომები იმართება
ევროპის სასახლე სტრასბურგში, სადაც PACE-ს სხდომები იმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სტრასბურგში კანონმდებლების დელეგაციას უხელმძღვანელებს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საზაფხულო სესიის მუშაობაში, რომელიც სტრასბურგში 25-29 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის განცხადებაში.

PACE-ს სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. PACE-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიკელე ნიკოლეტი მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს.

საქართველოს და ნატოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

გარდა ამისა, დაგეგმილია ქართველი დეპუტატების შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომელთა ფარგლებში პარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ კომიტეტების სხდომებში, პოლიტიკურ ჯგუფებში და სესიის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე გამართულ დებატებში.

ქართულ დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.


ყველა ახალი ამბავი
0