საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს და ნატოს დროშები
საქართველოს და ნატოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოსა და ნატოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოში ნატოს დღეები იწყება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში წელიწადში ორჯერ ტარდება.  ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ  პირველი სემინარი თბილისში 2002 წელს ჩაატარა.

ამჯერად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ბათუმი მასპინძლობს. სემინარი 23-25 აპრილს იმართება და მისი მთავარი თემაა „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“. 

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქვეყანას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ეწვია. სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

სემინარის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ  ნატო-საქართველოს ათწლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე და  შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. 

მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
რას დაჰპირდა სტოლტენბერგი საქართველოს?

როუზ-როსის 97-ე სემინარში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

საქართველო მზადაა საკუთარ თავზე ნატოს წევრის ვალდებულებები აიღოს >>>

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.

2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.


ყველა ახალი ამბავი
0