საქართველო მზადაა საკუთარ თავზე ნატოს წევრის ვალდებულებები აიღოს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ნატოს ფასეულობებს სრულად იზიარებს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ნატოს წევრი ქვეყნის თანაბარი პასუხისმგებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისში.

"საქართველო აღიარებულია, როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

წვრთნები ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
ნატოს სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში ივლისში დაიწყება

მისი თქმით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივების დადასტურებაა წელს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება.

"მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ", — აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0