ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გველები მომრავლდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიგველი
გველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეწარმავლების მომრავლების მიზეზით დაიხურა ქუთაისის მე -17 საბავშვო ბაღიც

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და ბუხაიძის ქუჩაზე  მცხოვრებლები მათი კორპუსების გარშემო მომრავლებული ქვეწარმავლების რაოდენობაზე საუბრობენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ადგილობრივების განცხადებით, გველების რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულია მდინარე ოღასკურის სანაპიროებთან და მიზეზად სწორედ მდინარის კალაპოტის გაწმენდას ასახელებენ.

ქვეწარმავლები - Sputnik საქართველო
თბილისის რაიონები, სადაც შხამიანი გველებია მომრავლებული

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ქუთაისის მერიიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

მიმდინარე წლის მაისში ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოშიც იპოვეს ქვეწარმავალი, რის გამოც აღნიშნული ბაღი დაიხურა.

ამასთან, გველები მომრავლებულია საქართველოს დედაქალაქშიც. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისამდე თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

გასულ წელს სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.

თბილისში გველები მომრავლდა: მაისში ასი ქვეწარმავალია დაჭერილი >>

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.


ყველა ახალი ამბავი
0