„არტ-გენს“ დღეს გურია მასპინძლობს

© press-service of Art-Geni festivalფესტივალი „არტ-გენი“
ფესტივალი „არტ-გენი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არტ–გენი“ წელს საქართველოს ოთხ რეგიონში ცხრა დღის განმავლობაში იმოგზაურებს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ–გენი" (Art-Gene) დღეს გურიას სტუმრობს და ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართავს ღონისძიებას, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„არტ–გენმა“ სტარტი 21 ივნისს აჭარაში, ქედაში აიღო და, ტრადიციულად, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში ჩატარდება. 

„არტ-გენი" — ხალხური ფესტივალის პროგრამა >>

ლანჩხუთის რაიონის  სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი წელს „არტ–გენს“ პირველად მასპინძლობს. ფესტივალი დღეს,  17:00 საათზე დაიწყება. მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ფოლკლორი, სცენა დაეთმობათ საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებს „შავფაროსნებს“, ხოლო დასკვნით კონცერტს ჯგუფი “ფრანი“ გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „არტ–გენი“ წელს საქართველოს ოთხ რეგიონში ცხრა დღის განმავლობაში იმოგზაურებს და ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეგიონული ტურნე ფესტივალის 15-წლიანი არსებობის მანძილზე.

ანსამბლი სუხიშვილები - Sputnik საქართველო
"არტ-გენი" 24 ივლისს "სუხიშვილების" გამოსვლით დაიხურება

„არტ–გენი" აჭარის მაღალმთიან ქედაში 22 ივნისს გაიხსნება. 27 ივნისს ფესტივალი წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე კი 29 ივნისს ლეჩხუმში, ცაგერის მწვანე ამფითეატრში დასრულდება.

თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს „არტ–გენის“ შემაჯამებელი კონცერტები გაიმართება. გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, წარდგებიან საქართველოში პოპულარული მუსიკალური ჯგუფები.

ფესტივალი 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.


ყველა ახალი ამბავი
0