თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ხალხური შემოქმედების პოპულარულ ფესტივალ "არტ–გენს" (Art-Geni) ორშაბათს, 24 ივლისს საქართველოს ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" გამოსვლა დაასრულებს.
"არტ–გენი" ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. მას ყოველწლიურად დაახლოებით 30–40 ათასი ადამიანი ესწრება. მისი მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებების პოპულარიზება.
"არტ–გენი" 10 ივლისს სურამში, ბაიანთხევის ტყე–პარკში გაიხსნა, შემდეგ კი მცხეთაში მდინარის პირას გაგრძელდა. "არტ–გენის" დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, თბილისში, ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ გაიმართება.
Art-Geni 2017–ის პროგრამაში იყო ხალხური ოსტატების ნამუშევართა გამოფენები, ხალხური სიმღერების, ინსტრუმენტული მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების ოსტატების გამოსვლა, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები.
ფესტივალის სცენაზე უკვე წარდგნენ ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, Asea Sool, ნიაზ დიასამიძე და "33ა", ჯგუფები "ფრანი" და "რეგეონი" (Reggaeon) და სხვები.