საქართველოში იწყება ხალხური შემოქმედების ფესტივალი „არტ–გენი“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუვენირები ფესტივალზე არტ-გენი
ქართული სუვენირები ფესტივალზე არტ-გენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე და 33ა და მრავალი სხვა მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას ხალხური შემოქმედების პოპულარულ ფესტივალში Art-Geni.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ხალხური შემოქმედების პოპულარული ფესტივალი „არტ–გენი“ 10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე–პარკში გაიხსნება.

„არტ–გენი“ ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. მას ყოველწლიურად დაახლოებით 30–40 ათასი ადამიანი ესწრება. მისი მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებების პოპულარიზება.

Art-Geni 2017–ის პროგრამაში დაგეგმილია ხალხური ოსტატების ნამუშევართა გამოფენები, ხალხური სიმღერების, საკრავიერი მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების ოსტატების გამოსვლა, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები.

გახსნაზე დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 15:00–დან 22:00 საათამდე – ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, 15:00 საათიდან ექსპოზიცია „XIX საუკუნის ქართველების დანახული ევროპა“, 18:00 საათზე – კონცერტი, რომელიც ქართლის ფოლკლორს წარმოადგენს, 21:00 საათზე – ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა – „შავფაროსნები“.

ბათუმი - Sputnik საქართველო
15 აგვისტოს თემურ თათარაშვილი სტუმრებისა და ბათუმელებისთვის იმღერებს

ფესტივალის პირველი დღე დასრულდება მუსიკალური ჯგუფის Reggaeon გამოსვლით – 22:00 სთ.

ფესტივალის მეორე დღე 12 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ავტოსადგომის ტერიტორიაზე გაიმართება (არსუკიძის 12).

ამ დღეს მაყურებელს ელოდება: 15:00 საათიდან – ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, 16:00 საათიდან – ექსპოზიცია „XIX საუკუნის ქართველების დანახული ევროპა“, 18:00 საათზე კონცერტი, რომელიც წარმოადგენს მცხეთა–მთიანეთის ფოლკლორს, 21:00 სთ – ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა – „შავფაროსნები“. მეორე დღეს დაასრულებს ანსამბლ Asea Sool–ისა და „გორდელას“ კონცერტი – 22:00 სთ. დასწრება თავისუფალია.

ტრადიიულად, „არტ–გენის“ დასკვნითი ნაწილი თბილისში, ღია ცის ქვეშ, ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. პროგრამაშია ცნობილი ქართველი შემსრულებლების გამოსვლა.

17 ივლისი – კახეთისა და ლეჩხუმის ფოლკლორი, Sophie Villy–ს კონცერტი;

18 ივლისი – შიდა ქართლისა და ფოთის ფოლკლორი, Asea Sool–ის კონცერტი;

19 ივლისი – იმერეთისა და მცხეთა–მთიანეთის ფოლკლორი, რობი კუხიანიძისა და ჯგუფ Outsider–ის კონცერტი;

20 ივლისი – ქვემო ქართლისა და სვანეთის ფოლკლორი, Reggaeon–ის კონცერტი;

21 ივლისი – სამეგრელოს, თუშეთისა და პანკისის ფოლკლორი, „ფრანის“ კონცერტი;

22 ივლისი – გურიისა და აჭარის ფოლკლორი, გამოვლენ ნინო ქათამაძე & Insight;

23 ივლისი – რაჭისა და სამცხე–ჯავახეთის ფოლკლორი, ნიაზ დიასამაძისა და 33ა–ს კონცერტი.

ფესტივალის დასკვნით დღეს – 23 ივლისს, საღამოზე გამოვა ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“.

ფესტივალზე იმუშავებენ ზარეულები, ღვინისა და ლუდის კუთხეები, ასევე ჰამაკების ზონები. ბილეთების შეძენა კონცერტებზე შესაძლებელია ვებ–გვერდზე.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0