თბილისი, 9 ივლისი-Sputnik. 2017 წლის 15 აგვისტოს, ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებელი თემურ თათარაშვილი სტუმრებისა და ქართულ საკურორტო ქალაქ ბათუმის მცხოვრებლებისთვის იმღერებს.
სოლო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
თათარაშვილი გამოვა პროგრამით „სანამ შენამდე მოვდიოდი“. საღამო მის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.
ღირსების ორდენის (1999წ.) კავალერი თემურ თათარაშვილი ფესტივალ „იურმალას“ ლაურეატია (1989წ). 1983-85 წლებში მღეროდა ვოკალურ ანსამბლ „75“-ში, ხოლო 1986-96 წლებში — „ივერიაში“.
თათარაშვილმა 1996 წლიდან დაიწყო სოლო გამოსვლები. მის რეპერტუარშია როგორც ქართული ლირიული სიმღერები, ასევე უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.