გვარჯალაძე: თბილისში ღამის საათებში მოძრავი კვების ობიექტები გამოჩნდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი - მეტეხის ტაძარი და ნარიყალა
ღამის თბილისი - მეტეხის ტაძარი და ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივას საპილოტე ხასიათი ექნება და მის მუშაობას ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით ქალაქის ქუჩებში ღამით მოძრავი კვების ობიექტები Food trucks იმოძრავებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა „ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ.

„ვხედავთ, რომ ამ მიმართულებას პოტენციალი აქვს. მაგალითად, როდესაც თბილისი არენადან გამოდიხართ ღამე, სპორტის სასახლემდე, „მაკდონალდსამდე“, ფაქტობრივად, არც ერთი კვების ობიექტი არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიებზე გვქონდეს ეს კვების ობიექტები“, — განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
რას ითვალისწინებს ღამის თბილისის განვითარების კონცეფცია

გვარჯალაძის განმარტებით, ინიციატივას საპილოტე ხასიათი ექნება და მის მუშაობას ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავდა მიზნად. პროექტი თბილისის გარეუბნების განვითარებას შეუწყობს ხელს, რის საფუძველზეც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი.



ყველა ახალი ამბავი
0