თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. ცეცხლოვანი ვოკალის მფლობელი, ჩიკაგოს ბლუზის დედოფალი დეიტრა ფარი ლაგოდეხში ბლუზის მეორე საერთაშორისო ფესტივალს 23 ივნისს გახსნის, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი ლაგოდეხში ვაშლოვანის ნაკრძალის სიახლოვეს 6 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე გაიმართება.
თავისი პირველი სინგლი Won't Support Me დეიტრამ მშობლიურ ჩიკაგოში 18 წლის ასაკში გამოუშვა. სინგლი მაშინვე იქცა ჰიტად და Cashbox Top 100 R&B-ს სიაში მოხვდა.
თავის კარიერის პერიოდში დეიტრა არაერთხელ იყო ნომინირებული წლის საუკეთესო ბლუზ-ვოკალისტის ნომინაციაში ამ ჟანრის ისეთ წამყვან პრემიებზე, როგორებიცაა W.C. Handy Awards, Living Blues Critics Awards, British Blues Connection Awards, Les Trophees France Blues awards.
დეიტრა ფარი არამარტო უნიკალური ვოკალისტია, არამედ არის პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი და მხატვარი.
ფესტივალის ფარგლებში ყოველ შაბათს მსოფლიოს რვა ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ისრაელი) ვარსკვლავების მონაწილეობით 14 კონცერტია დაგეგმილი.
ღვინო და ბლუზი: Blues&Wine კახეთში გეპატიჟებათ >>
წელს ქართული ბლუზის ფესტივალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ბლუზის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა შარონ ლიუისი, კენ უეინი, ჯეის სმიტი და ა.შ.
საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი კომპანია Blues Village–ის, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.