თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თურქეთში, ქალაქ გედიზთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქუთაჰიას პროვინციაში, გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა.
მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მძღოლი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მისი ცხედარი ქალაქ გედიზის პროზექტურაში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.