გარემოს ეროვნული სააგენტო: თუ სანაპიროზე მკვდარ დელფინს გადაეყარეთ

© REUTERS / Dinuka Liyanawatteდელფინი
დელფინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაპირზე გამორიყულ დელფინებთან დაკავშირებით სპეციალისტები კომპლექსურ კვლევებს ატარებენ.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული დელფინების აღმოჩენის შემთხვევაში მათთან კონტაქტს მოერიდონ და სასწრაფოდ დარეკონ ცხელ ხაზზე (153).

ბათუმის დელფინარიუმი - Sputnik საქართველო
რატომ დახურეს ბათუმის დელფინარიუმი

„სამწუხაროდ, სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის, ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები", — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაპირზე გამორიყულ დელფინებთან დაკავშირებით სპეციალისტები კომპლექსურ კვლევებს ატარებენ, რომელთა შედეგებიც ცნობილი ახლო მომავალში გახდება.

საქართველოს სანაპიროზე დელფინები კვლავ იხოცებიან>>>

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები სანაპირო ზოლს მუდმივად აკონტროლებენ. ამასთან, სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობენ, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში დროულად მოხდეს რეაგირება — გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, განმუხურიდან სარფამდე 2017 წელს 98 დელფინი გამოირიყა.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან, და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

ყველა ახალი ამბავი
0