საქართველოს სანაპიროზე დელფინები კვლავ იხოცებიან

© FB / Archil Guchmanidzeსანაპიროზე მკვდარი დელფინი იპოვეს
სანაპიროზე მკვდარი დელფინი იპოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დელფინი ამჯერად ბათუმის სანაპიროსთან მეთევზის ბადეში გაბმის გამო დაიღუპა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. წლის დასაწყისიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრის დაღუპვის მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ Facebook-გვერდზე.

გუჩმანიძის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევა 6 მარტს დაფიქსირდა, ხოლო წინა — 2 მარტს.

© FB / Archil Guchmanidzeბათუმის აკვატორიაში ზღვიდან მკვდარი დელფინი ამოჰყავთ
В Батумской акватории достают из воды мертвого дельфина - Sputnik საქართველო
ბათუმის აკვატორიაში ზღვიდან მკვდარი დელფინი ამოჰყავთ

„ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის მე-9 შემთხვევა. დაღუპვის მიზეზი სათევზაო ბადეში მოხვედრა", — წერს გუჩმანიძე.

გასულ წელს განმუხურიდან სარფამდე ნაპირზე 98 ძუძუმწოვარი გამოირიყა.

სპეციალისტების აზრით, ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

ყველა ახალი ამბავი
0