აშშ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Stinger-ს გადმოსცემს

© press-service of the Ministry of Defence of Georgiaსამხედროები წვრთნებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე
სამხედროები წვრთნებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღება, Javelin–ის სისტემების შემდეგ, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Stinger–ით შეივსება.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს შეიარაღება უახლოეს პერიოდში აშშ–სგან გადასატან საზენიტო–სარაკეტო კომპლექს Stinger-ს მიიღებს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. 

„გახლდით ამერიკაში და გვქონდა პოზიტიური დაპირებები, რომ საქართველო „ჯაველინებთან“ ერთად მიიღებს უახლეს ანტისაჰაერო ტაქტიკურ სისტემა „სტინგერებს“, რომელთა მიღება ასევე წლების განმავლობაში სურდა საქართველოს“, – განაცხადა იზორიამ. 

Javelin- სისტემის რაკეტის გაშვება წვრთნების დროს - Sputnik საქართველო
ამერიკული Javelin-ის სარაკეტო კომპლექსები უკვე საქართველოშია

თბილისმა ვაშინგტონს წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რაკეტების მიყიდვის გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში მიიღო.

სისტემების პირველი ნაწილი საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა.

Stinger — ამერიკული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსია, რომელიც განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრინავი მიზნების გასანადგურებლად. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია არადაჯავშნული სახმელეთო ან წყალზედა სამიზნეების წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0