ამერიკული Javelin-ის სარაკეტო კომპლექსები უკვე საქართველოშია

© AFP 2024 / SAM YEH Javelin- სისტემის რაკეტის გაშვება წვრთნების დროს
Javelin- სისტემის რაკეტის გაშვება წვრთნების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა სამხედროებმა Javelin-ის სარაკეტო კომპლექსების გამოყენება ისწავლონ

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. „ჯაველინების" (Javelin) ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამინისტრომ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას აშშ-ის ელჩ იან კელისთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. თბილისმა ვაშინგტონს წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რაკეტების მიყიდვის გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში მიიღო.

„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების" სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული. ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი", — განაცხადა იზორიამ.

სარაკეტო კომპლექსი Javelin - Sputnik საქართველო
Javelin-ის ტიპის ამერიკულ რაკეტებს საქართველოს შემდეგ უკრაინა მიიღებს

იზორიასა და კელის შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებას, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება და აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი.

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსების მიყიდვას, რუსეთმა უკმაყოფილება გამოთქვა. რუსეთმა მსგავსი სახის სამხედრო დახმარება შეაფასა, როგორც "რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ" თბილისის წაქეზება.

 

ყველა ახალი ამბავი
0