ხულოში ადიდებულმა მდინარემ ოთხი სოფლის გზა დატბორა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები მეწყრის შემდეგ
გზის გაწმენდითი სამუშაოები მეწყრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე სპეცტექნიკა და ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. ხულოში, თხილვანის თემში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დატბორა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მანქანები წვიმაში თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: გადაკეტილი გზები და დატბორილი ქუჩები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია სპეცტექნიკა და ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის პირველ ნახევარში მდინარის ადიდებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერები გაააქტიურა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ თხილვანაში, ზედა თხილვანაში, ბაკოსა და მთისუბანში მისასვლელ გზაზე გადაადგილება გართულებულია.

ყველა ახალი ამბავი
0