ბახტაძის მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

© FB / Giorgi Abdaladzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ საქართველოს მთავრობა მისი ხელმძღვანელობით მოსახლეობის დაცვასა და ზრუნვაზე იქნება ორიენტირებული

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მამუკა ბახტაძის მთავრობას სამი ახალი მინისტრით (ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა) ნდობის ვოტუმი გამოუცხადა.

ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივები — საქართველოს ეკონომიკა სხვანაირი იქნება >>

წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას 99-მა დეპუტატმა 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

პრიორიტეტულ მიმართულებებად ბახტაძემ დაასახელა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, განათლების სისტემის ძირეული რეფორმის გატარება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მცირე და მოქნილი მთავრობის შექმნა, ასევე ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბიზნესმენებს 2013 წლის 1 იანვრამდე არსებულ ყველა საგადასახადო დავალიანებას ჩამოუწერენ

„ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო და იქნება ჩენი მთავარი ფასეულობა. ამიტომ ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა იქნება ორიენტირებული თითოეულ ადამიანზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე, რათა სამშობლოში ყველას თვითრეალიზებისა და კეთილდღეობისთვის ფართო შესაძლებლობები მიეცეს“, — განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის განცხადებით, პარლამენტის წინაშე წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დროებითია. უახლოეს მომავალში ის აპირებს წარდგეს ინიციატივით სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტი სამი კვირის განმავლობაში დამტკიცდება. შემდეგ ბახტაძე პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დეპუტატების მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად წარუდგენს.

მამუკა ბახტაძის დროებით მთავრობაში შევიდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი –  ქეთევან ციხელაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური