მარიამ ბაიდოშვილის ნახატი ბენეტონის კატალოგში და მისი დამსხვრეული „ნავები“

© photo: courtesy of Mariam Baidoshviliმარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ბაიდოშვილი - ნიჭიერი მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გახდა გერმანელი პიერ ჰესლერის კონკურსის და ფონდის პრიზიორი. მას შემდეგ მისი ნახატები არაერთი უცხოელის კოლექციაში მოხვდა და მნიშვნელოვანი გამომცემლობების ილუსტრაციად შეარჩიეს.

მის ხელოვნებაში არის ორი გამორჩეული თემა, რასაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რაზეც თავად მხატვარი გვესაუბრა…

© photo: courtesy of Mariam Baidoshviliმარიამ ბაიდოშვილი
მარიამ ბაიდოშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ბაიდოშვილი

– მარიამ, ვინ გაზიარათ პირველად ხელოვნებას?

— რაც თავი მახსოვს, პატარა ასაკიდან სულ ვხატავ. ათი წლის ასაკში პროფესიონალთან დავიწყე ხატვის სწავლა. ჩემი პირველი ხატვის მასწავლებელი იყო დავით ბაგალიშვილი, რომელიც უკრაინის დამსახურებული არტისტია. სკოლის მერე აკადემიის წლები იყო, როცა საზღვარგარეთ სტუდენტების გაგზავნა არ ხდებოდა და წახალისებაც არანაირი არ გვქონია. მართალია, არ იყო აქტიური დრო, მაგრამ იმ პერიოდიდან მაინც გამოვყოფ მაგისტრატურის მეორე კურსს, როდესაც გერმანელი პიერ ჰესლერის კონკურსის და ფონდის პრიზიორი გავხდი.  გამოვყოფდი საქველმოქმედო გამოფენებს, რაშიც დღემდე აქტიურად ვარ ჩართული. მიხარია, თუ რაიმე პატარა წვლილის შეტანა შევძელი იმ ბავშვებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

© photo: courtesy of Mariam Baidoshviliმარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება

– გაიხსენეთ წიგნები, სადაც თქვენი ნამუშევრებია შესული…

— თავიდანვე გამოვყოფ კატალოგს, სადაც ბენეტონის კოლექციაა შესული. საქმე ისაა, რომ ბენეტონის ფონდის წარმომადგენელი, ქალბატონი გუჯა მაბელინი მთელ მსოფლიოში დადის და მხატვრებს არჩევს. როდესაც საქართველოში იყო ჩამოსული, ქართველი მხატვრების ნამუშევრები შეარჩია და მათ შორის მეც მოვხვდი. ასე რომ, ჩემი ნახატი „ნავები“ შევიდა კატალოგში Imago mundi. გარდა ამისა, დაახლოებით ექვსი წლის წინ ქალბატონმა თამარ ლამპარაძემ, რომელიც საქართველო–აზერბაიჯანის კულტურის ასოციაციის პრეზიდენტია, ერთი საინტერესო გამოცემის ილუსტრაციისთვის ჩემი ნახატი შეარჩია. ჩემი ნამუშევარი ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ გამოშვებულ 2018 წლის კალენდარშიც შევიდა. ამ კომპანიის წარმომადგენელმა, ქალბატონმა თინიკო ნადიბაიძემ ჩემი „შობა“ შეიტანა კალენდარში, რომელიც იმდენად ძვირფასია, რომ მათ კომპანიის უცხოელ კოლეგებს ჩუქნიან.

© photo: courtesy of Mariam Baidoshviliმარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება

– გავიგე, რომ შუა აზიაში მცხოვრებ ხელოვნების მოყვარულ კოლექციონერს თქვენი ბევრი ნამუშევარი აქვს…

— დიახ, მას ჩემი 16 ნამუშევარი აქვს კოლექციაში. პირველად ერთ-ერთ გალერეაში ნახა ჩემი ნახატი და მას შემდეგ გადაწყვიტა, რომ მთლიანი კოლექცია შეესყიდა. ასეთი დამოკიდებულების გამო ეს ადამიანი განსაკუთრებულად მიყვარს.

© photo: courtesy of Mariam Baidoshviliმარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედება

– თქვენ შემოქმედებაში ცალკე თემაა “ანგელოზები“ და „ნავები“, რა გახდა ამ თემების ინსპირაცია?

—  ჩემ ნახატებში შერეულ ტექნიკას ვიყენებ, რაც შთამბეჭდავია. მახსოვს ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მითხრა, როცა შენ ანგელოზს ვუყურებ, ასე მგონია, რომ ნახატიდან გადმოვაო… ანგელოზების ინსპირაცია ჩემი დისშვილი, პატარა მარიამია. სანამ მარიამი გაჩნდებოდა, იქამდე არასდროს დამიხატავს ანგელოზი. რაც შეეხება ნავებს, მათ საკუთარ თავს ვამსგავსებ. რა ვიცი, ამას ბევრნაირი ახსნა აქვს: ნავი, რომელსაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს ხალხი… მიყვარს დალეწილი ნავებიც, ალბათ იმიტომ, რომ ბუნებით ფორიაქა ვარ. ჩემ ნახატებში შტორმსაც ხშირად ნახავთ. ხატვა ჩემთვის ყოველი ახალი დღის გათენებაა, ხელოვნების გარეშე ვერ ვისუნთქებ, ის ჩემი სასიცოცხლო ძალაა…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0