თელავში ადრინდელი რკინის ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

© Sputnik / STRINGERაღმოჩენა შუახევის რაიონში გათხრების დროს
აღმოჩენა შუახევის რაიონში გათხრების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა ძველი წელთაღრიცხვის პირველი და მეორე ათასწლეულების სამაჯური, კერამიკის ჭურჭელი და შუბის პირი აღმოაჩინეს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა თელავში გათხრების დროს ადრინდელი რკინის ხანისა და სხვა ეპოქების არტეფაქტები აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არქეოლოგებმა ზუზუმბოს უბნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ადრინდელი რკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური, ძველი წელთაღრიცხვის XVI-XIV საუკუნეების კერამიკული მასალა და ძველი წელთაღრიცხვის X—VIII საუკუნეების რკინის შუბის პირი.

არქეოლოგი გათხრებზე - Sputnik საქართველო
არქეოლოგებმა აჭარაში უძველესი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს, რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამ პერიოდებში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული.

„თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები, ზუზუმბოს გარდა, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშოებსაც გულისხმობს", — განაცხადა პროფესორმა.

მისი თქმით, ამჟამად ზუზუმბოს ტერიტორიაზე სავარაუდო სამარხის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში არქეოლოგიური სამუშაოები ქალაქის კიდევ სამ ლოკაციაზე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0