არქეოლოგებმა აჭარაში უძველესი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

© courtesy by Israel Antiquities Authorityარქეოლოგი გათხრებზე
არქეოლოგი გათხრებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არტეფაქტები XI-XIII საუკუნეებით თარიღდება

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ძველი ეკლესიის ნანგრევები, თიხის ჭურჭელი, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩენილია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შუახევში X-XI საუკუნის ორი ქვევრი აღმოაჩინეს >> 

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველოს წმინდა ქალაქში არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნება

სპეციალისტთა ვარაუდებით, არტეფაქტები XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სავარაუდოდ, აღმოჩენილი ეკლესია ერთ-ერთი თურქული შემოსევის დროს დაინგრა. სპეციალისტები აგრეთვე ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას თავშესაფრისთვის იყენებდა.

აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მათი დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.


ყველა ახალი ამბავი
0