ეუთოს ელჩების დელეგაცია თბილისს ეწვევა

© OSCE / Mikhail Evstafievეუთოს დროშები
ეუთოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს ელჩები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შეხვდებიან ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დელეგაცია ეუთოს 25 მუდმივი წარმომადგენლის შემადგენლობით 18-22 ივნისს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა, ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„დელეგაცია ეუთოს წევრი ქვეყნების 25 მუდმივი წარმომადგენლის შემადგენლობით 18-22 ივნისს ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ეუთოს თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდებიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლიდერებს", — იუწყება ეუთო.

ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
საქართველოს რვა მეგობარი ეუთოში: მხარდაჭერა და მადლიერება

დელეგაცია ასევე შეხვდება პარლამენტების თავმჯდომარეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ვიზიტის მიზანია ელჩების მხრიდან სტაბილურობის, მშვიდობისა და აყვავების მხარდაჭერის დადასტურება ეუთოს ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, ასევე სამხრეთ კავკასიის თითოეულ ქვეყანაში ეუთოს წარსული, მიმდინარე და პოტენციური მომავლის მხარდაჭერა.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან არსებულ რეალობებს და გადასცემენ გზავნილებს ეროვნულ ხელისუფლებებს.

ყველა ახალი ამბავი
0