მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა – არიან დაშავებულები

გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ექვსი ავტომობილი დაზიანდა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ავარია გომბორზე: ბოლო ცნობები დაშავებულების შესახებ

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. დაზიანებულია 6 ავტომობილი.

დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0