თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმის, ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა, „საქართველოს რკინიგზაზე“ დაყრდნობით იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. ამის გამო, მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ენერგოპროსთან“ პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
ორშაბათს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა.