რატომ არის საქართველოში ასე ცოტა დაზღვეული ავტომობილი

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი თბილისის ქუჩებში
ტრანსპორტი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ საქართველოში ავტომობილების 50% დაზღვეული იქნება, ეს დაზღვევის კულტურის მაღალი მაჩვენებლად სეიძლება ჩაითვალოს, მიაჩნია ექსპერტს

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში ავტომობილების 95 % რომ დაუზღვეველია, სადაზღვეო კულტურის დაბალ დონეზე მიუთითებს, მიაჩნია საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის პრეზიდენტ გიორგი გიგოლაშვილს. 

„ქვეყანაში დაახლოებით 1 მლნ 300 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული და მათგან მხოლოდ 5% რომ არის დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნა არის ძალიან დაბალი“, — აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებს თავში არც კი მოუვათ ის, რომ დაზღვევის გარეშე გადაადგილდნენ, რადგან ეს მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია. 

„ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ავიყვანოთ მინიმუმ 50-60%-მდე დაზღვეული ავტომობილების მაჩვენებელი, თუ გვინდა რომ ქვეყანაში ეს სფერო განვითარდეს“, — აღნიშნა გიგოლაშვილმა. 

ტრანსპორტი თბილისის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაზღვეულია ავტომობილების მხოლოდ 5,5%

მისი თქმით, ავტომობილების დაზღვევა შენობა-ნაგებობების დაზღვევასთან შედარებით ძვირია და შეიძლება ესეც იყოს გარკვეულწილად შემაფერხებელი ფაქტორი, რადგან რამდენიმე ასეული ლარის გადახდაზე შეიძლება ვინმე დაფიქრდეს, თუმცა სადაზღვეო კომპანიებს აქვთ საკმაოდ კარგი პროდუქტები და განვადებით გადახდის საკმაოდ მოქნილი ტარიფებიც.

„თუ იქნება ჩვენთან 50%-ზე მეტი დაზღვეული ავტომობილი, ჩავთვლით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილა ჩვენთან დაზღვევის კულტურა“, — მიაჩნია გიორგი გიგოლაშვილს. 

რაც შეეხება იმას, თუ რას აძლევს ეს მძღოლს, ნებისმიერ ხარჯს  — იქნება ეს ავარია თუ სეტყვა, დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. 

საქართველოში ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს.

საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა >>

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაზღვეულია 71 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც ქვეყანაში დარეგისტრირებული მანქანების საერთო რიცხვის 5,5%-ს შეადგენს.

შსს-ს მონაცემებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები საქართველოში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტრანსპორტთან დაკავშირებული ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, მათ შორის 66 შემთხვევა ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.


ყველა ახალი ამბავი
0