საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა

© Sputnik / STRINGERსაცობი საავტომობილო გზაზე
საცობი საავტომობილო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზღვევის საფასური დამოკიდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სადაზღვევო პერიოდის ვადაზე.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. უცხოურნომრიანი ავტომობილების მძღოლებისთვის 1 მარტიდან სავალდებულო გახდა სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა საქართველოში შემოსვლისას, თუ ისინი ქვეყანაში დარჩენას, სულ მცირე, 15 დღით აპირებენ.

მძღოლებს დაზღვევის შეძენა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუძლიათ. დაზღვევის საფასური დამოკიდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სადაზღვევო პერიოდის ვადაზე. სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა შესაძლებელი იქნება 15, 30, 90 დღით, ასევე 1 წლის ვადით.

ავტომანქანები თბილისში - Sputnik საქართველო
რომელ მანქანებს შეეხება სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან - დეტალები

დაზღვევა დაფარავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებულ როგორც ფიზიკურ, ისე მატერიალურ ზარალს. ამასთან, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება დაიფარება სრულად, ხოლო ნაკლებად მძიმე — 60% და 30%-ით. ფიზიკური ზიანისას ერთი სატრანსპორტო შემთხვევისას ლიმიტი 30 ათასი ლარია, ხოლო მატერიალურო ზიანისას — 25 ათასი ლარი.

ამასთან, დაზღვევა არ დაფარავს დაზღვეულის განზრახ ქმედებით გამოწვეულ ზარალს, საშიში ნივთიერებებისგან გამოწვეულ ზარალს, ტერაქტების, სამხედრო ოპერაციების ან სამხედრო მანევრებისგან მიყენებულ ზარალს, ასევე შეჯიბრებების, წვრთნების ან ცდების დროს მიყენებულ ზარალს.

საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილის გადაადგილება დაზღვევის გარეშე მოტოციკლების, მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში დაისჯება 100-ლარიანი ჯარიმით, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების შემთხვევაში — 200-ლარიანი ჯარიმით.

ამ ჯარიმებიდან შემოსულ თანხას პირველ ეტაპზე 15 სადაზღვევო კომპანია გადაინაწილებს, ხოლო მომავალში თანხა კონკურენციიდან გამომდინარე განაწილდება.

ყველა ახალი ამბავი
0