შურისძიების მიზნით ჩადენილი მკვლელობა გლდანში - დაკავებულია ორი პირი

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გურიაში ებრაელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გუშინ გლდანის დასახლებაში, 35 წლის ბოროტმოქმედმა შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 32 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლისთვისაც დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე („განზრახ მკვლელობა“) და 376-ე („დანაშაულის შეუტყობინებლობა“) მუხლებით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0